7.
რა განახლდა/შეიცვალა ლარის ბანკნოტებზე?

განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, დიზაინში გამოყენებულ იქნა თავდაპირველ ბანკნოტებზე გამოსახული პიროვნებების განსხვავებული პორტრეტები, განახლდა ან დაემატა თემატიკის ამსახველი ცალკეული ელემენტები, რაც კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას;

დომინანტი ფერების შენარჩუნების მიუხედავად გამოყენებულ იქნა ნომინალების მიხედვით მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, ამ თვალსაზრისით შეიცვალა 100 ლარის ნომინალის ბანკნოტის დომინანტი ფერი.

განახლდა ბანკნოტების ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.

შეიცვალა ბანკნოტების გაფორმების სტილი, რაც  ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას.

დაიხვეწა და გამოყენებული იქნა მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და  მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნები.

შეიცვალა ქაღალდის მახასიათებლები, სერიული ნუმერაცია. დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ლარის სიმბოლო და მხოლოდ 1 ხელმოწერა. 

დიზაინის შემადგენელი დეტალები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული დამცავ ნიშნებთან და მთლიანობაში ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას.

განახლებული ბანკნოტების ტექნიკური მახასიათებლები უზრუნველყოფს ბანკნოტების მაღალ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი მიმოქცევაში.